როგორ მოვამზადოთ გოზინაყი

გოზინაყი ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტის მიხედვით მოვამზადე, სადაც 1 წილ თაფლზე მოდის 2 წილი ნიგოზი. მართალია არ წერია, თუ რამდენჯერ წამოადუღა, მაგრამ მე ორჯერ წამოვადუღე და შემდეგ შევურიე ნიგოზი. თუ უფრო რბილი და ღეჭვადი გიყვართ, ადუღებამდე მიიყვანეთ ან მხოლოდ ერთხელ აადუღეთ. ასეთი ვერსია პირველად ვცადე. გამოვიდა, მშვენიერი კნატუნა, კანფეტის სტილის გოზინაყი.

რეცეპტი ორიგინალში ასე გამოიყურება:

„თეთრი და გამხმარი ნიგვზის ლებანი დასჭერით ოთხად-ხუთად, და უფრო წვრილადაც; ერთ სტაქან თაფლზე ორი სამსე სტაქანი დაჭრილი ნიგოზი უნდა. წმინდად გაწურული თაფლი აადუღეთ, ქაფი მოხადეთ, დაჭრილი ნიგოზი ჩაყარეთ, კარგად მოურიეთ; როცა ნიგოზი და თაფლი გაწითლდეს, გადმოიღეთ და სინზე დაასხით, გაშალეთ კარგად. როცა დაგჭირდებათ სინს ძირი მოუთბეთ; ააძრეთ, ნაჭერ-ნაჭერ დაამტვრიეთ, ან თეთრი სუფთა ქაღალდი დაასველეთ და სველ ქაღალდზე დაასხით, გაასწორეთ, ნელ-თბილ ააძრეთ კუთხე-კუთხე დასჭერით.

მასალად საჭიროა: ნიგოზი – ორი სტაქანი, თაფლი ერთი სტაქანი“

როგორ მოვამზადოთ

  1. ნიგოზი გაარჩიეთ, რამე ზედმეტი არ შეყვეს, თუ უღელი აქვს, ამოაცალეთ და საშუალო ცეცხლზე მოხალეთ. მოხალვის მიზანია, რომ ნიგოზს ადვილად გაძვრეს კანი.
  2. მოხალვის შემდეგ, ხელის გულებს შორის მოიქციეთ ნიგოზი და ერთმანეთს უხახუნეთ, რომ რაც შეიძლება მეტად გაძვრეს კანი.
  3. ამის შემდეგ, ორი ვარიანტია ა) ან გადაფერთხეთ და სუფთა ჯამში გადაიტანეთ კანგაცლილი ნიგოზი ან ბ) ცხელი წყლით გარეცხეთ
  4. მოხალული ნიგოზი დაჭერით თხლად და წვრილად.
  5. საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა და მოშუშეთ თაფლი, თუ ადუღებთ, როგორც კი ადუღდება, გამორთეთ და 2-3 წუთის შემდეგ ისევ ჩართეთ და ხელახლა აადუღეთ. (თუ უფრო რბილი გიყვართ, შეგიძლიათ მეორედ აღარ აადუღოთ).
  6. თაფლის მზაობას ამოწმებენ ცივი წყლით სავსე ჭიქაში ან ჯამში ჩაწვეთებით. ჩაწვეთების შემდეგ, რა ფორმით და სტრუქტურით იქნება თაფლი, ისეთივე იქნება გოზინაყიც.
  7. ცხელ თაფლში ჩაყარეთ უკვე წინასწარ დაჭრილი ნიგოზი და ხის ან სილიკონის კოვზით ურიეთ
  8. პარალელურად გაამზადეთ საცხობი ქაღალდი, ოდნავ, ხელის გულით დანამეთ წყლით; (მე დამავიწყდა და არც არაფერი დამიშავებია, გადასარევად მოძრაობდა დაჭრისას)
  9. მოიდგით წყლით სავსე ჯამიც და საბრტყელებელი ნივთები.
  10. გოზინაყის ცხელი მასა ქაღალდზე გადმოიტანეთ, საბრტყელებელი წყალში დაასველეთ და ნელ-ნელა გააბრტყელეთ სასურველ სისქეზე.
  11. გაბრტყელების შემდეგ, 1-2 წუთი მოიცადეთ და ასევე, წყალში დასველებული დიდი დანით დაჭერით სასურველ ნაჭრებად.

მასალად გამოვიყენე:

  1. თაფლი 150 გ
  2. ნიგოზი 300 გ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a website or blog at WordPress.com

ზედა ↑

%d bloggers like this: